პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
განახლებულია 2023 წლის 31 იანვარს
BFine-ის ("ჩვენ", "ჩვენი" ან "ჩვენს") მიზანია დაიცვას თქვენი კონფიდენციალურობა. წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა გაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ვაგროვებთ, ვამუშავებთ და გადავცემთ პერსონალურ მონაცემებს.
წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ვრცელდება ჩვენს ვებ-გვერდსა და მასთან დაკავშირებულ ქვედომენებზე (ერთობლივად, „მომსახურება“), ისევე როგორც ჩვენს, B-Fine-ის აპლიკაციაზე. ჩვენს მომსახურებაზე წვდომითა თუ მისი გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ, გაიგეთ და ეთანხმებით პირობებს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვინახავთ, ვიყენებთ და გადავცემთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და ჩვენი მომსახურების პირობების შესაბამისად.
განმარტებები და ძირითადი ტერმინები
იმისათვის, რომ წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში ხსენებული ტერმინების არსი ნათელი იყოს, გთავაზობთ მათ განმარტებებს. ისინი განისაზღვრება, როგორც:
წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს ეკისრება პასუხისმგებლობა თქვენს ინფორმაციაზე.
ქვეყანა: BFine-ის ან BFine-ის მფლობელების/დამფუძნებლების მდებარეობა, ამ შემთხვევაში საქართველო.
BFine-ზე შესასვლელად და მომსახურების გამოსაყენებლად.
ეს ნომრები ჩვეულებრივ ენიჭება გეოგრაფიულ ბლოკებს. IP მისამართი ხშირად შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ მდებარეობის დასადგენად, საიდანაც მოწყობილობა უერთდება ინტერნეტს.
მომსახურება გასწიონ ერთ-ერთი მხარის სახელით.
რა ინფორმაციას ვაგროვებთ?
თქვენგან იფორმაციის მოპოვება ხდება მაშინ, როდესაც ეწვევით ჩვენს აპლიკაციას, დარეგისტრირდებით ჩვენს ვებ-გვერდზე, განათავსებთ შეკვეთას, გამოიწერთ ჩვენს საინფორმაციო წერილს, უპასუხებთ გამოკითხვას ან შეავსებთ ფორმას.
როგორ ვიყენებთ ჩვენს მიერ შეგროვებულ ინფორმაციას?
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენგან, შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთ-ერთი შემდეგი მიზნით:
როდის იყენებს BFine საბოლოო მომხმარებლის ინფორმაციას მესამე მხარისგან?
BFine მოიძიებს საბოლოო მომხმარებლის მონაცემებს, რათა მათ მომსახურება გაუწიოს.
საბოლოო მომხმარებლებს შეუძლიათ ნებაყოფლობით მოგვაწოდონ მათ მიერ სოციალურ ქსელებში განთავსებული ინფორმაცია. ამგვარი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, ინფორმაციას მოვიძიებთ თქვენს მიერ მითითებული ვებ-გვერდებიდან. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ, თუ რა სახის ინფორმაციაა განთავსებული სოციალურ ქსელებში, ამისათვის უნდა ეწვიოთ კონკრეტულ ვებ-გვერდს და შეცვალოთ კონფიდენციალურობის პარამეტრები.
როდის იყენებს BFine მომხმარებლის ინფორმაციას მესამე მხარისგან?
მესამე მხარისაგან ინფორმაციის მიღება ხდება ჩვენთან დაკავშირების შემდგომ. მაგალითად, როდესაც დაინტერესებული ხართ BFine-ის მომსახურებით და გვიგზავნით ელ-ფოსტის მისამართს, ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას მესამე მხარისგან თაღლითობის გამოვლენის მიზნით. ასევე, დროდადრო ვაგროვებთ თქვენს მიერ სოციალური მედიის ვებ-გვერდებზე განთავსებულ საჯარო ინფორმაციას. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ, თუ რა სახის ინფორმაციაა განთავსებული სოციალურ ქსელებში, ამისათვის უნდა ეწვიოთ კონკრეტულ ვებ-გვერდს და შეცვალოთ კონფიდენციალურობის პარამეტრები.
ვუზიარებთ თუ არა ჩვენს შეგროვებულ ინფორმაციას მესამე პირებს?
მესამე მხარეს შესაძლოა გავუზიაროთ შეგროვებული ინფორმაცია, როგორც პერსონალური ისე არაპერსონალური, რეკლამის განმთავსებლების, კონკურსის სპონსორების, სარეკლამო და მარკეტინგული პარტნიორებისა და სხვათა შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მომსახურების გაწევას ან იმ პროდუქტთა და მომსახურების შესახებ, რომლებიც მიგვაჩნია, რომ თქვენთვის საინტერესოა. აგრეთვე, ღნიშნული ინფორმაცია შეიძლება გავუზიაროთ ჩვენს ამჟამინდელ/მომავალ შვილობილ კომპანიებსა და ბიზნეს პარტნიორებს, და თუკი ჩვენ მოვახდენთ კომპანიების შერწყმას, აქტივების გაყიდვას ან სხვა სახის საკომერციულო რეორგანიზაციას, ინფორმაცია ასევე შეიძლება გავუზიაროთ დაინტერესებულ მემკვიდრეებს.
ჩვენ შეიძლება მივმართოთ მესამე მხარის სანდო მომსახურების გამწევ პირებს, რათა მივიღოთ ისეთი სერვისები, როგორებიცაა სერვერებისა და აპლიკაციების ჰოსტინგი, მონაცემთა ბაზების შენახვა და მართვა, ელ-ფოსტის მართვა, საკრედიტო ბარათების დამუშავება, მომხმარებელთა მომსახურება, შეკვეთების შესრულება და აპლიკაციის საშუალებით შეძენილი პროდუქტებისა მომსახურების მიწოდება. სავარაუდოდ, მსგავს მესამე მხარეებს გავუზიარებთ მომხმარებლის პირად და ზოგიერთ არაპირად ინფორმაციას, რათა შეძლონ აღნიშნული მომსახურების უზრუნველყოფა როგორც ჩვენთვის, ასევე თქვენთვის.
ანალიზისათვის, შესაძლოა, მესამე მხარეებს, როგორებიცაა აპლიკაციის შემქმნელები სარეკლამო ქსელები და ანალიტიკური პარტნიორები, მივაწოდოთ სისტემაში შესვლა/გამოსვლისთვის საჭირო ინფორმაცია, IP მისამართების ჩათვლით. გაზიარებული IP მისამართი გამოყენებული იქნება ზოგადი მდებარეობისა და სხვა ისეთი ტექნიკური მახასიათებლების შესაფასებლად, როგორებიცაა კავშირის სიჩქარე, რამდენად ეწვიეთ აპლიკაციას აღნიშნული მისამართიდან და რა მოწყობილობას იყენებთ აპლიკაციის გამოყენებისას. ისინი შეაგროვებენ ინფორმაციას რეკლამისა და აპლიკაციაში განთავსებული მასალის შესახებ, გამოიკვლევენ და მოგვაწვდიან ანგარიშებს როგორც ჩვენ, აგრეთვე ჩვენი რეკლამირების უზრუნველმყოფ პირებს. თქვენს შესახებ პერსონალური და არაპერსონალური ინფორმაცია შესაძლოა გავუმჟღავნოთ მთავრობას ან სამართალდამცავ ორგანოებსა თუ პირებს, ვინაიდან ჩვენ, ჩვენი შეხედულებისამებრ, გვჯერა, რომ აუცილებელი და მიზანშეწონილია ვუპასუხოთ ბრალდებებს, წარვსდგეთ სასამართლო პროცესებზე (მათ შორის მოწმის სახით სასამართლო გამოძახებებზე), რათა დავიცვათ ჩვენი თუ მესამე მხარის უფლებები და ინტერესები, საზოგადოებისა თუ ნებისმიერი პირის უსაფრთხოება, თავიდან ავიცილოთ, შევაჩეროთ ნებისმიერი უკანონო, არაეთიკური ქმედება.
სად და როდის გროვდება ინფორმაცია კლიენტისა და საბოლოო მომხმარებლებისგან?
BFine აგროვებს იმ პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ გვაწვდით. ჩვენ ასევე შეიძლება მივიღოთ პერსონალური ინფორმაცია თქვენს შესახებ მესამე მხარისგან იმგვარად, როგორც ეს ზემოთ აღინიშნა.
როგორ ვიყენებთ თქვენს ელექტრონული ფოსტის მისამართს?
აპლიკაციაში თქვენი ელ.ფოსტის მისამართის მითითებით, თანახმა ხართ მიიღოთ ჩვენგან ელექტრონული წერილები. შეგიძლიათ გააუქმოთ ელ-ფოსტების მიღება ნებისმიერ დროს, ამისათვის დააწექით გამოწერის გაუქმების ბმულს ან შესაბამის ელ-ფოსტაში მითითებულ გამოწერის გაუქმების ღილაკს. ჩვენ ვუგზავნით ელ.წერილებს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც მათთან დაკავშირების ნება დაგვრთეს, პირადად თუ მესამე მხარის მეშვეობით. ჩვენ არ ვაგზავნით არასასურველ კომერციულ წერილებს, ვინაიდან ჩვენ ისევე არ მოგვწონს საფოსტო სპამები, როგორც თქვენ. თქვენი ელ.ფოსტის მისამართის გამჟღავნებით, ასევე თანახმა ხართ, რომ შეგიყვანოთ სამიზნე აუდიტორიის ჯგუფებში ისეთ საიტებზე, როგორიცაა მაგალითად Facebook; აქ თავსდება კონკრეტული ჯგუფისათვის გამიზნული რეკლამები, მათ შორის შედიან ჩვენთან დარეგისტრირებული პირები. ელ.ფოსტის მისამართები, რომლებიც მითითებულია მხოლოდ შეკვეთის დამუშავების გვერდზე, გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენს შეკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და განახლებების გამოსაგზავნად. თუმცა, თუ თქვენ იგივე ელ.ფოსტა მითითებული გაქვთ სხვაგანაც, იგი შეიძლება გამოვიყენოთ წინამდებარე დოკუმენტში ხსენებული ნებისმიერი მიზნისთვის.
შენიშვნა: თუ გენდომებათ, რომ ჩვენგან წერილები აღარ მიიღოთ, აღნიშნულისათვის თითოეული წერილის ბოლოში მოცემულია დეტალური ინსტრუქცია.
რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს ინფორმაციას?
თქვენი ინფორმაციის შენახვა ხდება იმდენ ხანს, სანამ გვჭირდება, რომ გაგაცნოთ BFine-ის მომსახურება და ამ დებულებაში აღწერილი მიზნების შესრულება. ეს ასევე ეხება ყველას, ვისაც ჩვენ ვუზიარებთ ინფორმაციას თქვენს შესახებ და ვინც ჩვენი სახელით ახორციელებს მომსახურებას. როდესაც ჩვენ აღარ დაგვჭირდება თქვენი ინფორმაციის გამოყენება და აღარ იქნება საჭირო მისი შენახვა ჩვენი სამართლებრივი თუ მარეგულირებელი ვალდებულებების შესასრულებლად, ჩვენ ან წავშლით მას ჩვენი სისტემიდან, ან მოვახდენთ მის დეპერსონალიზაციას ისე, რომ ვეღარ შევძლოთ თქვენი იდენტიფიცირება.
როგორ ვიცავთ თქვენს შესახებ არსებულ ინფორმაციას?
ჩვენ შემუშავებული გვაქვს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი სხვადასხვა ზომები, რათა შეკვეთის განთავსებისას, პირადი ინფორმაციის შეყვანისას, წარდგენისას თუ მასთან წვდომისას დაცული იყოს ისინი. გირჩევთ გამოიყენოთ უსაფრთხო სერვერი. ყველა მოწოდებული მნიშვნელოვანი და საკრედიტო ინფორმაცია გადაიცემა Secure Socket Layer (SSL) ტექნოლოგიით და შემდეგ დაშიფრულია გადახდის სისტემათა პროვაიდერების მონაცემთა ბაზაში, რათა მათზე წვდომა ჰქონდეთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი და ვალდებული არიან დაიცვან კონფიდენციალობა. ტრანზაქციის შემდგომ პერსონალური ინფორმაცია (საკრედიტო ბარათები, სოციალური დაცვის ნომრები, ფინანსური დოკუმენტები და ა.შ.) აღარ ინახება ფაილში. აღნიშნულის მიუხედავად, ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ იმის გარანტი, რომ BFine-სთვის გადაცემული ინფორმაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა და რომ ინფორმაცია თქვენს შესახებ შეუძლებელია იყოს ხელმისაწვდომი, გამჟღავნებული, შეცვლილი ან განადგურებული, ჩვენი ფიზიკური, ტექნიკური თუ მმართველობითი რღვევის შედეგად.
შეიძლება თუ არა რომ ჩემი ინფორმაცია სხვა ქვეყნებში გადაიცეს?
BFine რეგისტრირებულია საქართველოში. ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით, თქვენთან უშუალო კონტაქტითა თუ ჩვენი დახმარების სერვისებით სარგებლობისას შეგროვებული ინფორმაცია დროდადრო შეიძლება გადაეცეს ჩვენს ოფისებს, პერსონალსა და იმ მესამე პირებს, რომლებიც მდებარეობენ/იმყოფებიან მთელს მსოფლიოში და, შესაბამისად, შეიძლება მოხვდეს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც არ გააჩნიათ კანონები ამგვარი მონაცემების გამოყენებისა და გადაცემის შესახებ. მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, ნებისმიერი ზემოჩამოთვლილის გამოყენებით, თქვენ ნებაყოფლობით აცხადებთ თანხმობას ამ სახის ინფორმაციის ტრანსსასაზღვრო გადაცემაზე.
უსაფრთხოა თუ არა BFine-ის მომსახურების მეშვეობით შეგროვებული ინფორმაცია?
ჩვენ ვიღებთ ზომებს თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენ გვაქვს ფიზიკური, ელექტრონული და მმართველობითი პროცედურები, რომლებიც გვეხმარება დავიცვათ, თავიდან ავიცილოთ უნებართვო წვდომა, შევინარჩუნოთ მონაცემთა უსაფრთხოება და სწორად გამოვიყენოთ თქვენს შესახებ არსებული ინფორმაცია. აღნიშნულის მიუხედავად, არც ხალხი და არც უსაფრთხოების სისტემები არ არის სანდო, მათ შორის დაშიფვრის სისტემებიც. ამას გარდა, ადამიანები დანაშაულებებს განზრახ ჩადიან, უშვებენ შეცდომებს და არ იცავენ წესებს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ თქვენი პირადი ინფორმაციის დასაცავად, ჩვენ არ შეგვიძლია მისი აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტები ვიყოთ. თუ პირადი ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დაწესდა რაიმე სახის დაუსაბუთებელი ვალდებულება, თქვენ ეთანხმებით, რომ განზრახ მისი შეუსრულებლობა იქნება აღნიშნულ ვალდებულებასთან ჩვენი შესაბამისობის საზომი სტანდარტი.
შემიძლია თუ არა ჩემი ინფორმაციის განახლება ან შესწორება?
BFine-ის მიერ შეგროვებული ინფორმაციის განახლებისა და შესწორების უფლებაუნარიანობა დამოკიდებულია BFine-თან თქვენს ურთიერთობაზე. როგორც კომპანიის შიდა დასაქმების პოლიტიკაშია ნათქვამი, თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან განაახლონ, ან შეასწორონ მათ შესახებ არსებული ინფორმაცია.
მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს პირადი ინფორმაციის გარკვეული გამოყენებისა და გამჟღავნების შესახებ სხვადასხვა შეზღუდვა შემდეგნაირად. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, რათა (1) განაახლოთ ან შეასწოროთ თქვენი პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, (2) შეცვალოთ კომუნიკაციასთან და სხვა ინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები ან (3) წაშალოთ ჩვენს სისტემებში არსებული პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (შემდგომი პუნქტის საკითხი), თქვენი ანგარიშის გაუქმების გზით. ამგვარ განახლებებს, შესწორებებს, ცვლილებებსა და წაშლილ ინფორმაციას არ ექნება გავლენა სხვა ჩვენ მიერ შენახულ, თუ წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად მესამე მხარისათვის გადაცემულ ინფორმაციაზე. კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მომხმარებლის პარამეტრებზე წვდომამდე ან შესწორებების შეტანამდე, შესაძლოა, გონივრული ნაბიჯები გადავდგათ (მაგალითად, მოვითხოვოთ უნიკალური პაროლი) თქვენი ვინაობის დასადასტურებლად. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი უნიკალური პაროლისა და ანგარიშის ინფორმაციის საიდუმლოების დაცვაზე.
უნდა იცოდეთ, რომ ტექნოლოგიურად შეუძლებელია ჩვენს სისტემაში არსებული ყველა ჩაწერილი ინფორმაციის ამოშლა. ინფორმაციის უნებლიე დაკარგვისაგან დასაცავად საჭიროა ჩვენი სისტემების სარეზევრო ასლის გაკეთება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ინფორმაციის ასლი შეიძლება არსებობდეს ისეთი ფორმით, რომლის დადგენა ჩვენთვის რთული ან შეუძლებელი იქნება. თქვენი მოთხოვნის მიღებისთანავე, მონაცემთა ბაზებში შენახული ყველა პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ აქტიურად ვიყენებთ, და სხვა ადვილად მოძიებადი საინფორმაციო საშუალებები განახლდება, გასწორდება, შეიცვლება ან წაიშლება, გონივრულობის ფარგლებში.
თუ თქვენ ხართ საბოლოო მომხმარებელი და გსურთ განაახლოთ, წაშალოთ ან მიიღოთ ნებისმიერი ინფორმაცია თქვენს შესახებ, ამის გაკეთება შეგიძლიათ იმ ორგანიზაციასთან დაკავშირების გზით, რომლის მომხმარებელიც ხართ.
პერსონალი
თუ თქვენ ხართ BFine-ის თანამშრომელი ან განმცხადებელი, ჩვენ შევაგროვებთ თქვენ მიერ ნებაყოფლობით მოწორდებულ ინფორმაციას. ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას ადამიანური რესურსების მიზნებისთვის - თანამშრომელთათვის და განმცხადებლებისთვის შეაღავათის მიწოდების მიზნით.
შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, რათა (1) განაახლოთ ან შეასწოროთ ინფორმაცია თქვენს შესახებ, (2) შეცვალოთ კომუნიკაციასთან და სხვა ინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები, ან (3) მიიღოთ ჩანაწერი იმ ინფორმაციის შესახებ, რომელიც ჩვენ გვაქვს თქვენს შესახებ.
ამგვარ განახლებებს, შესწორებებს, ცვლილებებსა და წაშლილ ინფორმაციას არ ექნება გავლენა სხვა ჩვენ მიერ შენახულ თუ წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად მესამე მხარისათვის გადაცემულ ინფორმაციაზე.
კომერციული საქმიანობის გაყიდვა
Ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ინფორმაცია გადავცეთ მესამე მხარეს BFine-ის ან შვილობილი კომპანიის ნაწილის/ყველა აქტივის გაყიდვის, შერწყმის ან სხვა სახის გადაცემის შემთხვევაში (როგორც ეს განსაზღვრულია აქ), ან იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევწყვეტთ საქმიანობას ან თუ ჩვენს წინააღმდეგ შეიტანეს გაკოტრების, რეორგანიზაციის ან მსგავსი წარმოების შუამდგომლობა, იმ პირობით, რომ მესამე მხარე თანახმაა დაიცვას წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.
შვილობილი კომპანიები
შესაძლოა ინფორმაცია თქვენს შესახებ გავუმჟღავნოთ ჩვენს შვილობილ კომპანიებს (მათ შორის პერსონალური ინფორმაცია) . წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ფარგლებში „შვილობილი კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს, კონტროლდება ან BFine-ის საერთო კონტროლის ქვეშაა, მიზეზის მიუხედავად. თქვენთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაწვდით ჩვენს შვილობილ კომპანიას, მუშავდება წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.
მარეგულირებელი კანონი
წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ფარგლებში თქვენ თანხმობას აცხადებთ სასამართლოების ექსკლუზიურ იურისდიქციაზე მხარეებს შორის წარმოქმნილ ნებისმიერ ქმედებასთან ან დავასთან დაკავშირებით; აღნიშნული არ ეხება იმ პირებს, რომლებიც კონფიდენციალურობის ფარისა თუ შვეიცარიულ-ამერიკული შეთანხმების მიხედვით უფლებამოსილნი არიან შეიტანონ სარჩელი.
წინამდებარე შეთანხმებასა და თქვენ მიერ აპლიკაციის გამოყენებას არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა, სადავო სამართლებრივი ნორმების გამოკლებით. თქვენ მიერ აპლიკაციის გამოყენება შეიძლება ასევე დარეგულირდეს სხვა ადგილობრივი, სახელმწიფო, ეროვნული ან საერთაშორისო კანონებით.
BFine-ის გამოყენებით ან უშუალოდ ჩვენთან დაკავშირებით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას. თუ არ ეთანხმებით წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, არ შეხვიდეთ ჩვენს ვებ-გვერდზე და არ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.. წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის გამოქვეყნების შემდგომ, რომლებიც არსებითად არ მოქმედებს თქვენი პირადი ინფორმაციის გამოყენებასა და გამჟღავნებაზე, ვებ-გვერდის უწყვეტი გამოყენება, ჩვენთან საქმიანობაში პირდაპირი ჩართულობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით აღნიშნულ ცვლილებებს.
თქვენი თანხმობა
ჩვენ განვაახლეთ ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, რათა ვებ-გვერდზე სტუმრობისას, სრულიად გამჭვირვალე იყოს ინფორმაცია ჩვენს შესახებ. ჩვენი აპლიკაციის გამოყენებით, ანგარიშის შექმნითა თუ პროდუქტის შეძენით, თქვენ ეთანხმებით ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა და მის პირობებს.
სხვა ვებ-გვერდების ბმულები
წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ მომსახურებაზე. Მომსახურება შეიძლება შეიცავდეს სხვა ვებ-გვერდების ბმულებს, რომლებიც BFine-ის მიერ არ იმართება და კონტროლდება. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ასეთ ვებ-გვერდებზე გამოთქმულ შინაარსზე, სიზუსტესა თუ შეხედულებებზე; ჩვენ არ გამოგვიკვლევია და შეგვიმოწმებია ამგვარი ვებ-გვერდები რამდენად ზუსტია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, სხვა ვებ-გვერდის ბმულების გამოყენებისას ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა არავალიდურია. თქვენი ნებისმიერ სხვა ვებ-გვერდზე სტუმრობისას, მათ შორის, რომელთა ბმულიც განთავსებულია ჩვენს პლატფორმაზე, ექვემდებარება იმ კონკრეტული საიტის წესებსა და პოლიტიკას. ამგვარ მესამე მხარეს შეუძლია გამოიყენოს საკუთარი "მზა ჩანაწერები" (cookies) ან სხვა მეთოდები თქვენს შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად.
"მზა ჩანაწერები" (Cookies)
BFine იყენებს "მზა ჩანაწერებს", რათა დადგინდეს ჩვენს საიტზე ვიზიტისას დაფიქსირებული არეალი. "მზა ჩანაწერები" არის მონაცემთა მცირე ნაწილი, რომელიც ინახება თქვენი ბრაუზერის მიერ თქვენს კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაზე. ჩვენ "მზა ჩანაწერებს" ვიყენებთ ჩვენი აპლიკაციის მუშაობისა და ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, თუმცა მათი გამოყენება არ არის აუცილებელი. თუმცა, ამ "მზა ჩანაწერების" გარეშე, ვიდეორგოლების მსგავსი გარკვეული ფუნქციონალი შეიძლება მიუწვდომელი გახდეს, ან საჭირო გახდეს ავტორიზაციის მონაცემების ყოველ ჯერზე შეყვანა, ვინაიდან ჩვენ ვერ შევძლებთ იმის დამახსოვრებას, რომ ადრე სისტემაში შეხვედით. ვებ-ბრაუზერთა უმეტესობაზე შესაძლებელია "მზა ჩანაწერების" ფუნქციონალის გამორთვა. გასათვალისწინებელია ის, რომ თუ თქვენ გამორთავთ "მზა ჩანაწერების" ფუნქციონალს, შესაძლოა ვერ შეძლოთ სათანადოდ (ან საერთოდ) ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენება. ჩვენ არასდროს განვათავსებთ პერსონის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას "მზა ჩანაწერებში".
"მზა ჩანაწერებისა" და მსგავსი ფუნქციონალების დაბლოკვა/გამორთვა
მდებარეობის მიუხედავად, ასევე შეგიძლიათ ბრაუზერში დაბლოკოთ "მზა ჩანაწერები" და მსგავსი ფუნქციონალები, თუმცა, შედეგად, ვერ ისარგებლებთ ჩვენი ვებ-გვერდით სრულად. ასევე უნდა იცოდეთ, რომ, "მზა ჩანაწერების" დაბლოკვით, შესაძლოა დაკარგოთ შენახული ინფორმაცია (მაგ.: ავტორიზაციის დეტალები, ვებ-გვერდზე მორგებული პარამეტრები). სხვადასხვა ბრაუზერს განსხვავებული საკონტროლო სისტემა აქვს. "მზა ჩანაწერების" გამორთვით, თქვენი ბრაუზერიდან აღნიშნული არ იშლება, ეს თავად უნდა გააკეთოთ, მეტი ინფორმაციისთვის უნდა ეწვიოთ ბრაუზერის დახმარების მენიუს.
გადახდის დეტალები
რაც შეეხება საკრედიტო ბარათითა თუ სხვა სისტემით გადახდის დეტალებს, უზრუნველვყოფთ, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაცია მაქსიმალურად დაცული იყოს.
ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა
ჩვენი სამიზნე ჯგუფი არ არის 13 წლამდე ასაკის ბავშვები. ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას 13 წლამდე ასაკის ბავშვებისგან. თუ თქვენ ხართ მშობელი ან მეურვე და იცით, რომ თქვენმა შვილმა მოგვაწოდა პირადი ინფორმაცია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. თუ გავიგებთ, რომ ჩვენს ხელთ აღმოჩნდა 13 წლამდე ასაკის ბავშვის პერსონალური ინფორმაცია მშობლის თანხმობის გარეშე, მივიღებთ შესაბამის ზომებს მსგავსი ინფორმაციის ჩვენი სერვერებიდან წასაშლელად.
ცვლილებები ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში
ჩვენი მომსახურებისა პოლიტიკის სრულყოფის მიზნით, შესაძლოა დაგვჭირდეს წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებების შეტანა. თუ კანონით სხვაგვარად არ იქნა დადგენილი, ჩვენ გაცნობებთ (მაგალითად, ჩვენი მომსახურების მეშვეობით) წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში ცვლილებათა შეტანის შესახებ და მოგცემთ შესაძლებლობას ძალაში შესვლამდე გადახედოთ მას. ამის შემდგომ, თუკი განაგრძობთ მომსახურების გამოყენებას, თქვენ ისარგებლებთ განახლებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით. თუ არ გსურთ დაეთანხმოთ ამ ან რომელიმე განახლებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი ანგარიში.
მესამე მხარის მომსახურება
ჩვენ შეიძლება საიტზე ავსახოთ მესამე მხარის მიერ შემოთავასებული მომსახურება (მათ შორის, ინფორმაცია, მონაცემები, აპლიკაციები და სხვა მომსახურეობის პროდუქტები) ან წარმოვადგინოთ ისინი ბმულის სახით ("მესამე მხარის მომსახურებები").
თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ BFine არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის მიერ გაწეულ მომსახურებაზე, მათ შორის მათ სიზუსტეზე, სისრულეზე, დროულობაზე, ვალიდობაზე, საავტორო უფლებების დაცვაზე, კანონიერებაზე, მთლიანობაზე, ხარისხსა თუ სხვა ასპექტებზე. BFine არ კისრულობს პასუხისმგებლობას მესამე მხარის მიერ თქვენთვის ან სხვა ნებისმიერი პირისათვის გაწეულ მომსახურებაზე.
მესამე მხარის მომსახურებასა და მათთან დაკავშირებულ ბმულებზე წვდომა მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობაა და რეგულირდება მესამე მხარის პირობებით.
თვალთვალის ტექნოლოგიები
ჩვენ "მზა ჩანაწერებს" ვიყენებთ ჩვენი აპლიკაციის მუშაობისა და ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, თუმცა მათი გამოყენება არ არის აუცილებელი. თუმცა, ამ "მზა ჩანაწერების" გარეშე, ვიდეორგოლების მსგავსი გარკვეული ფუნქციონალი შეიძლება მიუწვდომელი გახდეს, ან საჭირო გახდეს ავტორიზაციის მონაცემების ყოველ ჯერზე შეყვანა, ვინაიდან ჩვენ ვერ შევძლებთ იმის დამახსოვრებას, რომ ადრე სისტემაში შეხვედით.
ადგილობრივი საცავი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც DOM საცავი, ვებ აპლიკაციებისთვის გვთავაზობს მომხმარებელთა მონაცემების შენახვის გზებსა და პროტოკოლებს. ვებ საცავში შესაძლებელია მონაცემთა მუდმივად შენახვა, "მზა ჩანაწერების" მსგაცსად, მაგრამ ბევრად უფრო დიდი ტევადობითა და HTTP-ის სათაურში ინფორმაციის შენახვის გარეშე.
ინფორმაცია მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) შესახებ
ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ და გამოვიყენოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ, თუ თქვენ ხართ ევროპის ეკონომიკური ზონიდან (EEA). პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ამ ნაწილში ვაპირებთ ზუსტად ავხსნათ როგორ და რატომ გროვდება ეს მონაცემები და როგორ ვიცავთ ამ მონაცემებს.
რა არის GDPR?
GDPR არის ევროკავშირის მასშტაბით კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის კანონი, რომელიც არეგულირებს, თუ როგორ ხდება ევროკავშირის მაცხოვრებლების მონაცემების დაცვა კომპანიების მიერ და აძლიერებს ევროკავშირის მაცხოვრებელთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკონტროლო მექანიზმებს.
GDPR ეხება ნებისმიერ გლობალურად მოქმედ კომპანიას და არა მხოლოდ ევროკავშირში დაფუძნებულ ბიზნესსა და ევროკავშირის მაცხოვრებლებს. ჩვენი თითოეული მომხმარებლის მონაცემები მნიშვნელოვანია, განურჩევლად მათი მდებარეობისა; აღნიშნულის გამო დაინერგა GDPR საკონტროლო მექანიზმი, როგორც ძირითადი სტანდარტი.
რა არის პერსონალური მონაცემები?
ნებისმიერი მონაცემი, რომელიც ეხება იდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებულ ფიზიკურ პირს. GDPR მოიცავს ინფორმაციის ფართო სპექტრს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პიროვნების იდენტიფიცირებისთვის დამოუკიდებლად ან სხვა ინფორმაციასთან ერთად. . პერსონალური მონაცემები სცილდება პირის სახელსა ან ელ-ფოსტის მისამართს. მაგალითად, მოიცავს ფინანსურ ინფორმაციას, პოლიტიკურ მოსაზრებებს, გენეტიკურ მონაცემებს, ბიომეტრიულ მონაცემებს, IP მისამართებს, ფიზიკურ მისამართს, სექსუალურ ორიენტაციასა და ეთნიკურობას.
მონაცემთა დაცვის პრინციპები მოიცავს ისეთ მოთხოვნებს, როგორებიცაა:
ორგანიზაციებმა უნდა მიუთითონ, თუ რატომ სჭირდებათ სხვისი პერსონალური მონაცემები.
მათი მონაცემების განახლება, წაშლა, შეზღუდვა ან სხვა ორგანიზაციაში გადატანა.
რატომ არის GDPR მნიშვნელოვანი?
GDPR ამატებს ახალ მოთხოვნებსა დებულებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვან კომპანიებმა იმ პირთა პერსონალური მონაცემები, რომლებსაც აგროვებენ და ამუშავებენ. ის ასევე ამაღლებს შესაბამისობის სტანდარტს და დარღვევებისთვის აწესებს დიდ ჯარიმებს. გარდა ამ ფაქტებისა, აღნიშნულის განხორციელება უბრალოდ სწორია. BFine-ში ჩვენ ღრმად გვწამს, რომ თქვენი კონფიდენციალურობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ უკვე გვაქვს უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის დაცვის დიდი გამოცდილება, რომელიც სცილდება ამ ახალი რეგულაციის მოთხოვნებს.
უფლება პირად მონაცემებზე - მონაცემებზე წვდომა, გადაცემა და წაშლა
ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ჩვენს მომხმარებლებს GDPR-ის დებულებათა აღსრულებაში. BFine პერსონალურ მონაცემს ამუშავებს და ინახავს ყველა წესის დაცვით, მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულების (DPA) გათვალისწინებით. ჩვენ ვინახავთ ყველა მიმოწერასა და პერსონალურ მონაცემს 6 წლის განმავლობაში, თუ თქვენი ანგარიში არ წაიშლება. ამ შემთხვევაში, ჩვენ წავშლით ყველა მონაცემს ჩვენი მომსახურების პირობებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად, აღნიშნულს არ გადავავადებთ 60 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
Ჩვენ ვიცით, რომ ვინც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაცხოვრებლებთან მუშაობს, მათ უნდა მისცეს პირად მონაცემებზე წვდომის, განახლების, მოპოვებისა და წაშლის უფლება. სრულიად ვეთანხმებით აღნიშნულს! ჩვენ თავიდანვე დავარსდით როგორც თვითმომსახურების სერვისი და ჩვენს მომხმარებლებს ყოველთვის ვაძლევდით წვდომას თავიანთ მონაცემებზე. მომხმარებელთა მომსახურების სამსახური მზად არის უპასუხოს API-სთან მუშაობის შესახებ არსებულ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას.
დაგვიკავშირდით
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ.